|
2017-11-03 17:04:25, 2084 ნახვა
საზოგადოება
აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები სამუშაო შეხვედრით დასრულდა
სასტუმრო "რუმსში" აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამებში ჩართულმა პროფესიონალებმა თემაზე "მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში" სამუშაო შეხვედრა გამართეს. მთავარი განსახილველი თემები სისხლის სამართლის მედიაციის განვითარებას, კონკრეტული მექანიზმების განხილვასა და იმ სფეროებზე მსჯელობას დაეთმო, სადაც შესაძლებელია გავრცელდეს სისხლის სამართლის მედიაცია საქართველოში. შეხვედრა აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში იგეგმება მედიაციის გამოყენების არეალის გაფართოება, მისი ამოქმედება შესაძლებელი იქნება სასჯელის პარალელურად; ასევე, პატიმრობის შემდგომ როგორც დამნაშავის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, ისე დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინების საშუალებად. სამუშაო შეხვედრაში მედიატორები, სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი და ლუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ივო ერცენი მონაწილეობდნენ. ივო ერცენი თბილისს ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მოწვევით სტუმრობს. ბელგიელი ექსპერტი აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებსა და ვიქტიმოლოგიაში ევროპელი მკვლევარია. მედიაცია, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები საქართველოში პირველად აღინიშნა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)