07:45 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 15:18:31, 1786 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ბიზნესის კეთება ყოველდღიურად მარტივდება

ეკონომიკა და ფისკალური პოლიტიკა რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მან მაგალითად მოიყვანა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი", რომელშიც საქართველო მე-9 ადგილზე დაწინაურდა. 

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება ყოველდღიურად უფრო მარტივი ხდება; ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენს მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, ნაკლები დახარჯონ ბიუროკრატიაზე და მეტის რეინვესტირება მოახდინონ", - გაანცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა ასევე დაასახელა სარეიტინგო სააგენტო „Moody's"-ის რეიტინგი, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში საქართველოს რეიტინგი გაუუმჯობესა „Ba3 სტაბილურიდან" „Ba2 სტაბილურამდე".

„ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2010 წლის შემდეგ რეიტინგებში პოზიციის გაუმჯობესების შემთხვევა არ ყოფილა; Fitch Ratings და Standard and Poor's -მა 2017 წელს დაადასტურეს მონიჭებული რეიტინგები. გარდა ამისა, სამივე სააგენტომ გააკეთა ჩანაწერი, რომ საქართველოს განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2016 წელს, Transparency International's-ის მიხედვით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ კარგი შედეგი აჩვენა და 44-ე ადგილი დაიკავა 176 ქვეყანას შორის. გარდა ამისა, Fraser Institute-ის 2016 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, 2016 წლისთვის საქართველოს პოზიცია 9 ადგილით გაუმჯობესდა და შედეგად, ქვეყანა რეიტინგში მე-14 ადგილიდან მე-5 ადგილზე გადავიდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics