|
2017-11-03 14:44:25, 1998 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა იაპონიის ელჩს ის პროექტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ახორციელებს და რომლის მიზანიც აგრობიზნესის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების ზრდაა. ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლის - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ შესახებ და ელჩს იაპონიაში ანალოგიური ექსპოზიციის გამოფენა შესთავაზა. როგორც ტადაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, იგი მოხარულია ქვეყნებს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობით და ქართულ მხარესთან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)