07:44 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 13:49:24, 1684 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს

„ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. 2012 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგებულია. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმი ეკონომიკაში 2.8 მილიარდამდე აშშ დოლარის შემოდინებას დააგენერირებს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. მიმდინარე წლის 10 თვეში უკვე გადალახულია იგივე ნიშნული და ვიზიტორების რაოდენობა 6.4 მილიონს შეადგენს.


„ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქვა. აღნიშნული მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების, ჩვენს მიერ განხორციელებულ ტურიზმის ხელშემწყობი პროგრამების გარეშე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია Check-in Georgia. ასევე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ ქვეყნების არეალი, სადაც განვახორციელეთ მარკეტინგული კამპანიები,“ - აღნიშნა  პირველმა ვიცე-პრემიერმა. 


 „მნიშვნელოვანია, რომ ტურისტი არა მხოლოდ ჩამოვიყვანოდ საქართველოში, არამედ ასევე განვავითაროდ შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა სტუმარი მარტივად მივიდეს ტურისტულ დანიშნულებებამდე. ამ მიზნით დაგეგმიალია და მიმდინარეობს უმნიშნელოვანესი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 


 მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ქუთაისის აეროპორტი კი გადაიქცა საქართველოს ერთ-ერთ ტურისტულ ჰაბად. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics