21:55 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 17:49:36, 2248 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.

კომისიის შემადგენლობა მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, ასევე ვასილ გონაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი და ლაშა ტუღუში.

კომისიის მუშაობაში პროტესტის ნიშნად მონაწილეობას არ იღებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.

დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებას და არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics