|
2017-11-01 14:13:29, 1848 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებლებისთვის სტიპენდიას აწესებს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდებზე უმაღლესი შეფასების საექიმო სპეციალობის მაძიებლებს სტიპენდია მიენიჭებათ. სტიპენდიანტები ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების დასრულების შემდეგ, რეიტინგის მიხედვით გამოვლინდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, თსსუ-ში საექიმო სპეციალობის მაძიებლებსა და მოქმედ რეზიდენტებთან გამართულ შეხვედრაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სტუდენტთა დაფინანსების ხელშეწყობის კიდევ ერთი პროგრამაა. „ჩვენ აქამდეც გვქონდა მხარდაჭერის პროექტი, რომლის ფარგლებშიც საზღვრისპირა რეგიონებისა და იმ რაიონებისთვის, სადაც დეფიციტური სპეციალობებია, გარკვეული სპეციალობები ფინანსდებოდა. ახლა გადავწყვიტეთ, დამატებით კიდევ გამოვყოთ მხარდაჭერის თანხა, რომლითაც დიპლომისშემდგომ განათლებას ყველაზე მაღალი შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს დავუფინანსებთ. 10 სტუდენტისთვის სრული ბიუჯეტი 22.000 ლარით განისაზღვრება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზეც ისაუბრა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი, აუდიტორიის მოსაზრებებს გაეცნო და დასმულ კითხვებს უპასუხა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საექიმო სპეციალობის წარჩინებული მაძიებლებისთვის სტიპენდიის დაწესება სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)