21:54 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 10:42:59, 1990 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: მაიმუნიც რომ დასვა ავტოპილოტიან თვითმფრინავზე, მას წაიყვანს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება მის მიერ დაგეგმილ პროექტებს ახორციელებს. ამ კონტექსტში ის გამოეხმაურა გუშინ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნას და აღნიშნა, რომ პროექტის დასრულება 2014 წლისთვის იყო დაგეგმილი.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, დღევანდელ მთავრობას ლაზიკას პროექტის განხორციელებაც მოუწევს:

„მაიმუნიც რომ დასვა ავტოპილოტიან თვითმფრინავზე, თვითმფრინავს წაიყვანს იმიტომ, რომ ავტოპილოტზეა თვითმფრინავი. მაგრამ დგება პერიოდი, როდესაც უნდა დასვა და მაშინ სჭირდება ნამდვილი მფრინავი და ამ პერიოდში მგზავრები აუცილებლად მიიღებენ ზომებს, მაიმუნს ჩამოაშორებენ მართვის სადავეებს და დასვამენ ისევ ნამდვილ მფრინავებს,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics