|
2017-10-31 20:44:40, 2057 ნახვა
საზოგადოება
„ქართველთა მარშის“ საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციასთან „ქართველთა მარშის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს. დაკავებულ პირებს შორის არის აქციის ორგანიზატორი და "ქართველთა მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. აქციის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის გადადგომას ითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ, ფედერაციიდან გაირიცხოს ფეხბურთელი გურამ კაშია. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების განცხადებით, ფეხბურთელი კაშია ლგბტ თემს პროპაგანდას უწევს. „ქართველთა მარშის“ წევრებმა ფეხბურთის ფედერაციის წინ ლგბტ დროშა დაწვეს. ცნობისთვის, ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)