20:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 09:27:04, 1944 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს თვალს ყურადღებით ვადევნებთ

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყებას გამოეხმაურა.

ელჩის თქმით, კონსტიტუციის მომდევნო გაუმჯობესების მცდელობას, ისინი ყურადღებით აკვირდებიან.

„ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნებზეა დაფუძნებული. საქართველოს, ისევე როგორც შეერთებულ შტატებს, სურს დარწმუნდეს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები და მის შედეგად არჩეული პარლამენტი, ქართველი ამომრჩევლების სურვილს ასახავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,-აღნიშნა იან კელიმ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics