01:30 - 07 Jul, 2026
|
2017-10-27 19:29:51, 2552 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში, მაღაროს ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა. „მაღაროს ქუჩაზე 80 წელია ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ განხორციელებულა. კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2740 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი, 774 გრძივ მეტრზე კი მოეწყო ბორდიურები. ასევე, ქუჩის ბოლოში აშენდა გზის დამჭერი საყრდენი კედელი“, - აცხადებენ მერიაში. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 194 290 ლარი გამოიყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)