00:25 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 19:26:57, 2209 ნახვა

საზოგადოება
კოჯორში, წყაროს უბანში ახალი სკვერი მოეწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ, კოჯორში, წყაროს უბანში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო.

დასრულებული სამუშაოები, ქ.თბილისის მერის მოადგილემ, გიგა ნიკოლეიშვილმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, გელა არჩვაძესთან ერთად დაათვალიერა. 

პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობი ინფრასტრუქტურა, საქანელები, საპარკო სკამები, სანაგვე ურნები. ასევე, მოეწყო გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა. უახლოეს მომავალში სკვერის სეზონური მცენარეებით გამწვანება მოხდება. 

გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის კედლისა და ამორტიზირებული 70 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. დაიგო 1 000 კვ. მეტრი ახალი ასფალტის საფარი. 

2017 წელს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ მოეწყო 9 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25 სკვერს. 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics