|
2015-05-04 10:58:10, 389 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Wings For Life World Run-ის პრიზი მიიღო
მასშტაბური სპორტული რბენის პრიზი "ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი მსოფლიოში" - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. წელს საქველმოქმედო ღონისძიებას სააგენტო მსოფლიოში ყველაზე მეტი მონაწილით შეუერთდა. მარათონში 501 რეესტრელი ჩაერთო, რაც 35 ქვეყნის 2612 გუნდს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „ჩვენთვის სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ღირებულებაა და ამ ღირებულებას სააგენტო გუნდური პრინციპით იცავს. რეესტრელებისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს გუნდურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა სამაგალითო, რაც წელს სიის სათავეში ყოფნითაც დადასტურდა. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდება“, - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. სააგენტო მარათონში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. შარშანდელ ღონისძიებაზე უწყება ყველაზე ორგანიზებულ და მოტივირებულ გუნდად დასახელდა. საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სააგენტოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლებიც. მარათონი წელს მესამე ჩატარდა. იგი მსოფლიოს 35 ქვეყანაში ერთდროულად, საქართველოს დროით 3 საათზე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო ფონდი wings for life-ია, რომლის საქმიანობაც ერთადერთ მიზანს - ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის დაფინანსებას ისახავს. ფონდის ძირითადი შემოსავალი სწორედ ეს მარათონია. საქართველოში მარათონზე დარეგისტრირება 20 ლარი ღირდა. ეს თანხა მთლიანად ფონდ Wings for Life Spinal Cord Research Foundation-ის ანგარიშზე გადაირიცხა.
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)