22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 16:20:26, 2432 ნახვა

კომენტარი
დავით სერგეენკო: მჯერა, გამოძიება უმოკლეს ვადებში ეფექტურად ჩატარდება

შრომისა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სჯერა, გამოძიება  უმოკლეს ვადებში ჩატარდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

“ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და გულწრფელად მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს, ახლობლებს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, მართლაც მჯერა, რომ გამოძიება უმოკლეს ვადებში ეფექტურად ჩატარდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მთავარი პროკურატურამ  ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

„საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 25 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პ.პ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე დაგეგმილია და მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების  მოპოვების მიზნით. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები,  თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics