|
2017-10-27 16:09:04, 2015 ნახვა
საზოგადოება
ცესკო: ამომრჩეველთა სამაგიდო სია საჯარო წესით არ გაიცემა
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სამაგიდო სიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი ხელმისაწვდომია არჩევნების დღეს, დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის. "საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ არსებობს ამომრჩეველთა სამაგიდო სიის საჯარო ვერსია და ის არ გაიცემა საჯარო წესით. სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი ხელმისაწვდომია არჩევნების დღეს, დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის. შესაბამისად, ეს პროცესი არჩევნების დღეს ხელმისაწვდომი იყო როგორც დამკვირვებლებისთვის, ისე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის აკრედიტებული წარმომადგენლისთვის. ამასთან, არჩევნების დღის შემდეგ, სამაგიდო სიები იმყოფება დალუქულ მდგომარეობაში და მასში არსებული ინფორმაციის დამუშავება და ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ კომისიისთვის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ბრიფინგზე გაჟღერებული მოთხოვნა საერთოდ აცდენილია კანონმდებლობას, თუმცაღა წესით, აღნიშნული რეგულაციები კარგად უნდა იყოს ცნობილი პოლიტიკური მხარეებისთვის. ამდენად, საზოგადოების საყურადღებოდ განვმარტავთ, რომ ეს მოთხოვნა აბსოლუტურად შეუსაბამოა კანონთან და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამომრჩეველთა სამაგიდო სია საჯარო წესით არ გაიცემა. რაც შეეხება ცაგერის # 21 საარჩევნო უბანს, ამ უბანზე არის სულ 35 ამომრჩეველი რეგისტრირებული (33 ერთიან და 2 სპეციალურ სიაში) და როგორც საუბნო შემაჯამებელი ოქმიდან ჩანს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31-მა ამომრჩეველმა (4-ს არ მიუღია მონაწილეობა). ამ უბანზე კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ დამკვირვებლები და სუბიექტების წარმომადგენლები, უბანზე არ დაფიქსირებულა არანაირი პრეტენზია და ცაგერის მთლიან ოლქში არ შესულა არანაირი საჩივარი. უფრო მეტიც, კომისიის ყველა - 13-ვე წევრის, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან დანიშნულ და ნაციონალური მოძრაობის ბლოკში შემავალი ქრისტიან-კონსერვატიული პარტიიდან დანიშნული წევრების ხელმოწერაც ახლავს შემაჯამებელ ოქმს და არ ფიქსირდება არანაირი განსხვავებული აზრი, რაც ცხადია კომისიის ყველა წევრის მიერ ადასტურებს პროცესის კანონშესაბამისობას. შესაბამისად, ამ უბანთან დაკავშირებული პრეტენზიები ან გაურკვეველი წარმომავლობის სატელეფონო ზარები არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ხასიათის, საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მიზნით და მას რეალური სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია",-ნათქვამია განცხადებაში. (NS)
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)