22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 15:11:59, 2106 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: მინდა, აფხაზმა მოქალაქეებმა იცოდნენ, ჩვენ შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ ენაზე საუბარს

საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზური ენის დღე თანამოქალაქეებს ქართულ და აფხაზურ ენაზე მიულოცა.

„აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ  აფხაზური ენის დღეს.

აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და ღრმად მწამს, რომ საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილია.

აფხაზური ენა აფხაზური თვითმყოფადობისა და კულტურის საფუძველია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენადაა აღიარებული.

მის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნვა კი, სახელმწიფოს განსაკუთრებული მოვალეობაა.

მინდა აფხაზმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფით დღეს, როდესაც მომავლის სახელით შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ - მშვიდობის,  სიყვარულისა და თანამშრომლობის ენაზე საუბარს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics