22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 19:07:07, 1928 ნახვა

კომენტარი
კოჟორიძე: კარგია, რომ უმრავლესობა უსმენს პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენს საერთაშორისო მისიებს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ უმრავლესობის კრიტიკას ეხმაურება.

,,ძალიან კარგია, რომ უსმენენ პრეზიდენტს, თუმცა ცუდია, რომ არ უსმენენ და არ ეცნობიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების: ეუთო/ოდირი-ის,  NDI-ის და ადგილობრივი ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც ყველა ერთად, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მთელ ამ საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთერთი მთავარი პრობლემა იყო", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა“.

პრეზიდენტს დღეს თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „გამოგონილ ჭორებზე განცხადების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, არასწორია“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics