00:26 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 19:00:13, 2130 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან დედებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  მრავალშვილიან დედათა ორგანიზაცია „გენი ქართულისა“ და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ორგანიზებით კლინიკაში „ბაზი“ აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია  „ყველა ბავშვს სრულფასოვანი კვება“ გაიმართა.

საქველმოქმედო აქციაზე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი იმყოფებოდნენ.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სრულფასოვანი კვება და მოვლის საშუალებები გადაეცათ. ბავშვების მშობლებმა, ასევე,  ექიმ პედიატრ-ნუტრიციოლოგისაგან უფასო კონსულტაციები მიიღეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics