22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 17:53:34, 2025 ნახვა

კომენტარი
სოფიო კილაძე: ასეთი ტრაგედიების საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ამორალურია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი პოლიტიკოსებმა საკუთარი ვიწრო პოლიტიკური  მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ.

როგორც კილაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში აღნიშნა, უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველა ადამიანზე თანაბრად  ვრცელდება  და გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანა მიზანშეუწონელია:

„ეს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის არ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა. ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, პოლიტიკოსებს, უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ადამიანის უფლებებს იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება და ყველაზე თანაბრად ვრცელდება უდანაშაულობის პრეზუმფცია და ასეთი ტრაგედიების გამოყენება საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის,  არაკანონიერებას რომ თავი დავანებოთ, ამორალურია. ყველა ადამიანის უფლება უნდა გვაღელვებდეს“,-აღნიშნა სოფიო კილაძემ.

მთავარი პროკურატურამ  ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

„საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 25 ოქტომბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პ.პ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე დაგეგმილია და მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. კერძოდ: გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა; მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები საქმესთან კავშირში მყოფი ვიდეოჩანაწერების  მოპოვების მიზნით. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები,  თვითმხილველი მოწმეები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები. საქმეზე მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics