00:26 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 17:44:31, 1939 ნახვა

საზოგადოება
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% ყველაზე მეტად ევროკავშირს ენდობა, 56% - გაეროს, 54% - ნატოს

ევროკავშირის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 66% ყველაზე მეტად ევროკავშირის ენდობა.

ამავე კვლევის მიხედვით, ნდობის კუთხით მეორე ადგილს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) იკავებს. მას გამოკითხული მოსახლეობის 56% ენდობა.

აღსანიშნავია, რომ ნდობის თვალსაზრისით მესამე ადგილზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსია (ნატო). ალიანსს გამოკითხულების 54% ენდობა, ხოლო ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს 25% ენდობა. 

ცნობისთვის, კვლევები ACT LLC-ის და მათი ქსელური პარტნიორი კომპანიების მიერ ჩატარდა. ყოველწლიური გამოკითხვა აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, 2017 წლის აპრილ-ივნისში, 6 ათასი პირისპირ ჩატარებული ინტერვიუს საშუალებით (ათასი თითოეულ ქვეყანაში) ჩატარდა.

პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics