22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 22:01:30, 2046 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: შემეშინდა იმ ნაღმების, რომელსაც მე ჩავდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში

კონსტიტუციაზე ხელის არ მოწერაში მე ვხედავდი იმ საშიშროებებს, რომელიც აქამდე არ გამოჩენილა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ქვეყნის შიგნით ნებისმიერი დესტრუქციული ჯგუფისთვის, რომელსაც თავში მოუვიდოდა რაიმე ტიპის არეულობა, კონსტიტუციაზე ხელის არ მოწერა იქნებოდა პოლიტიკური მესიჯი, რომ ამ ქვეყანაში მთავარი სტაბილურობის დოკუმენტი არ არსებობს.

„ბუნებრივი იქნებოდა, ამდენი ბრძოლის და შეურაცხყოფის ფონზე, მე არ მომეწერა ხელი კონსტიტუციაზე. გამოვიდოდი პრინციპული, ძლიერი თითქოს, მაგრამ აქ იყო ერთი ზღვარი, ერთია პოლიტიკური პროცესი, რომელსაც შენ მისდევ და მეორე არის სახელმწიფოს ინტერესები. კონსტიტუციის ხელის მოწერასა და არ მოწერას შორის, გამომდინარე ამ დოკუმენტის ძალიან დიდი წონიდან და მნიშვნელობიდან, არის შემდეგი ზღვარი - კონსტიტუცია არის თითოეული მოქალაქის კანონიერებაში ჩართვის მთავარი დოკუმენტი, ამიტომაც იწყება ეს დოკუმენტი ასე - „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები“, ანუ ჩვენ, მოქალაქეები ამ კონსტიტუციის მეშვეობით ვამბობთ, რომ ჩვენ ვემორჩილებით კანონს. ეს ყველაზე ზოგადი და მნიშვნელოვანი დოკუმენტია. თუ ჩვენ ვემორჩილებით კანონს, შესაბამისად, ყველზე ლეგიტიმური პირის მიერ კონსტიტუციაზე ხელის არ მოწერა იდენტური იქნებოდა იმის თქმისა, რომ ჩემო პატიოსანო მოქალაქეებო, ამ კონსტიტუციას მე ლეგიტიმაციას არ ვაძლევ, შესაბამისად, თითოეული თქვენგანის გადასაწყვეტია, გინდათ დაემორჩილეთ კანონს, გინდათ ნუ დაემორჩილებით. ეს არის ის დიდი განსხვავება, რომელიც ამ ხელმოწერაშია. მე ამაში ვხედავდი იმ საშიშროებებს, რომელიც აქამდე არ გამოჩენილა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ ის უარყოფითი იმიჯი, რაც შეიძლებოდა შექმნილიყო საქართველოს შესახებ, რომ საქართველო ვერ შედგა როგორც დემოკრატია, თავის მთავარი დოკუმენტიც კი ვერ მიიღო სრულფასოვნად, რომ საქართველოში ყველაზე ლეგიტიმურმა ფიგურამ ყველაზე მთავარ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ეს ხმები არ ისმოდა და არ ისმის, მაგრამ ნამდვილად გაისმებოდა. ქვეყნის შიგნით ნებისმიერი დესტრუქციული ჯგუფისთვის, რომელსაც თავში მოუვიდოდა რაიმე ტიპის არეულობა, რაიმე ტიპის კანონის ფარგლებს გარეთ გასვლა, კონსტიტუციაზე ხელის არ მოწერა იქნებოდა პოლიტიკური მესიჯი იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი სტაბილურობის დოკუმენტი არ არსებობს. მე ეს პოლიტიკური ბრძოლა გვერდზე გადავდე, რომ ქვეყნისთვის პრობლემა არ შემექმნა, სხვა გამოსავალი, როგორც საქართველოს მოქალაქეს, არ მქონდა. თორემ როგორც პოლიტიკოსისთვის იქნებოდა ძალიან კომფორტული, ვიტყოდი, რომ მე დავიწყე ბრძოლა 10 თვის წინ, მარტო ვიყავი, დავამთავრე ვეტოთი და ხელიც არ მოვაწერე. მაგრამ იმ ნაღმების შემეშინდა, რომელსაც მე ჩავდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics