22:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 21:22:52, 1997 ნახვა

კომენტარი
„ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი ბერკეტი ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება, დემოკრატიის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდეს“

„მმართველმა პარტიამ მოიგო კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით და ეს, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის არის მისალოცი, მაგრამ მისალოცია თუ არა ქართული დემოკრატიისთვის, ამაზე შეგვიძლია კიდევ ბევრი ვიმსჯელოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ვერტიკალი და ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, შეიძლება, დემოკრატიის სისრულის, მთლიანობის შესახებ კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

„მე არ ვთვლი, რომ არჩევნებზე საზოგადოების ძირითადი ნების გამოვლენა იქნა შეცვლილი, მაგრამ თუ მცირე დეტალებს შევხედავთ და ვიტყვით, რომ ჩვენ ახლა უკვე გვაქვს ისეთი ოლქები და უბნები, სადაც ერთი ხმით, ათი ხმით იგებენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ჩვენ ვნახავთ, რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ თვითონ საარჩევნო პროცესს. რაც შეეხება მმართველ პარტიას, მმართველმა პარტიამ მოიგო კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით და ეს, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის არის მისალოცი, მაგრამ მისალოცია თუ არა ქართული დემოკრატიისთვის, ამაზე შეგვიძლია კიდევ ბევრი ვიმსჯელოთ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი სერიოზული კითხვის ნიშანი, რომელიც ჩვენს დემოკრატიასთან დაკავშირებით უკვე დაისვა და დამიჯერეთ, ამ კითხვის ნიშნის სულისკვეთება გაღრმავდება, მდგომარეობს იმაში - შეიძლება კი ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სახელისუფლებო ვერტიკალი და ბერკეტები ერთი პარტიის ხელშია, არ დავსვათ კითხვა დემოკრატიის სისრულის, მთლიანობის, ეფექტური დემოკრატიის შესახებ?! უბრალოდ, ბუნებაში ასე არ არსებობს. მე სულ მახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, მანამდეც, მმართველი პარტიის ძირითადი პათეტიკა, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ აქ გავერთიანდით ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე შორსმჭვრეტელები, ყველაზე სინდისიერები და დანარჩენები არ არიან ასეთი კარგები და რა ვქნათ, ჩვენ ხომ არ შევქმნით ოპოზიციას? სამწუხაროდ „ოცნებაც“ ამ როლშია. ეს არ არის რეალობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics