22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 18:37:43, 2043 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: უკრაინას მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი არ უთქვამს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის პაველ ბოგომაზოვის განცხადებით, უკრაინას მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი არ უთქვამს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადვოკატმა განმარტა, რომ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურს უარის წერილი სააკაშვილისთვის არ გაუგზავნია.

ამასთან, ბოგომაზოვმა აღნიშნა, რომ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა "მხოლოდ ინფორმაციული წერილი მიიღო".

"გენერალურმა პროკურორმა თუ ის სიმართლეს ამბობს, უნდა დაამტკიცოს და გვაჩვენოს ეს დოკუმენტი, რომელზეც საუბრობს", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

შესაბამისი განცხადება, თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც განაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics