|
2017-10-24 17:18:09, 2034 ნახვა
სამართალი
საბერძნეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შსს-სა და საბერძნეთის პოლიციის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პოლიციის ატაშეს აქტიური ჩართულობით, საბერძნეთის პოლიციის ატიკის რეგიონალური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოთხთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, საქართველოს 5 მოქალაქე: ე.წ. კანონიერი ქურდი - 1986 წელს დაბადებული ო. დ., 1980 წელს დაბადებული გ. მ., 1975 წელს დაბადებული ზ. ხ., 1987 წელს დაბადებული გ. გ. და 1977 წელს დაბადებული ს. ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ო. დ., თავის ოჯახის წევრთან - ზ.ხ.-სთან და თანამზრახველებთან - გ.მ.-სთან, ს.ს.-სთან და გ.გ.-სთან ერთად, წინასწარ არჩევდა გასაქურდ ბინებს. ბრალდებულები მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას აღნიშნული ბინების შესახებ, ქურდავდნენ მათ და მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთის რესპუბლიკაში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდული. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს (საბერძნეთის სსკ-ს 372-ე და 374-ე მუხლებით). (NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)