00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 16:40:54, 1873 ნახვა

კომენტარი
კახა კოჟორიძე: ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის საარჩევნო პროცესს უკავშირდება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე თიანეთში მერის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც არჩევნებია.

"უაღრესად შემაშფოთებელია, გამოთქმული ვარაუდებიც კი, რომ ავტომანქანის აფეთქება შესაძლებელია უკავშირდებოდეს საარჩევნო პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით და ცალსახად აღნიშნა, რომ ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის შესაძლებელია უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროცესს და ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიცაა არჩევნები. ამიტომ ჩვენ ველით, რომ გამოძიება უსწრაფესად გასცემს ობიექტურად პასუხებს არსებულ კითხვებს და მიმდინარე სასამართლო დავაც იმასთან დაკავშირებით რამდენად კანონიერად ჩატარდა თიანეთში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად იქნება განხილულ", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის მხარდამჭერების ავტომობილი დაწვეს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics