22:06 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 16:04:03, 2038 ნახვა

საზოგადოება
წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 789 652-მა ქალმა და 780 911-მა კაცმა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, 21 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 45,65% (1 570 563) შეადგინა.

რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, წინასწარი მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 789 652-მა ქალმა (50,28%) და 780 911-მა კაცმა (49,72%).

„ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, ექნება შესაბამისი რეაგირება.

რაც მთავარია ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

21 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა 64 საკრებულოს 2058 წევრის და 64 მერის ასარჩევად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics