22:03 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 11:21:58, 2025 ნახვა

საზოგადოება
ჟვანია: თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 45.65% შეადგინა

„არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა პროცესებმა, გარდა ცალკეული პროცედურული დარღვევებისა, რაზეც ცხადია საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება“,-ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი  მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში შევიდა.

“21 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა 64 საკრებულოს 2 258 წევრის და 64 მერის ასარჩევად. ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით 45.65 % შეადგინა, რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, წინასწარი მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 789 ათას 612 ქალმა და 780 ათას 911-მა კაცმა.  ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა პროცესებმა, გარდა ცალკეული პროცედურული დარღვევებისა, რაზეც ცხადია საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება.რაც მთავარია ამომრჩევლებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ საკუთარი ნების გამოხატვა.  საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი, ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს  და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics