|
2017-10-21 22:14:03, 2756 ნახვა
პოლიტიკა
ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემებით, კალაძემ ხმათა 54% მიიღო, უდუმაშვილმა კი, 16%
„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 54%-ით ლიდერობს. ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილზე 16%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია, ხოლო მესამე ადგილს იკავებს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - 15%. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება: „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ელენე ხოშტარია 7%; „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირმა ინაშვილი 3%; „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ კახა კუკავა 2%; „ახალი საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ვაშაძე 2%; „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი გიორგი გუგავა 1%; „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა. ეგზიტპოლის მონაცემებით, თბილისში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)