20:50 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 19:48:47, 2006 ნახვა

საზოგადოება
ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ზუგდიდის #46 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილებას ითხოვს

ცენტრალურმა  საარჩევნო კომისიამ 17:00 საათის მდგომარეობით, მედიას პროცედურული დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ცესკო-ს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ზუგდიდის ოლქის #46 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია . თუმცა, ცესკოში ორგანიზაციის დასახელება არ დაუკონკრეტებიათ .

 კერძოდ, მიქელაძის ინფორმაციით, გადასატან ყუთში 53 ხელმოწერა დაფიქსირდა და მათ შორის დაფიქსირდა იმ ამომრჩევლების ხელმოწერაც, რომლებიც იყვნენ მისულები ასევე სტაციონალურ საარჩევნო უბანზე:

„ საუბარია სამ ამომრჩეველზე. ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა წალენჯიხის #10 საარჩევნო უბანზეც და რა თქმა უნდა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, მიიღებენ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics