16:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 16:20:40, 2067 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ ცესკო-სთან გამაფრთხილებელ აქციას მართავს

„პატრიოტთა ალიანსი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამაფრთხილებელ აქციას მართავს.

როგორც ალიანსის რეგიონული სამსახურის უფროსმა კახაბერ ღირსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  აქვთ უტყუარი ინფორმაცია, რომ  ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. ამიტომ, ღირსიაშვილი ცესკო-ს მოუწოდებს,  გაყალბება არ დაუშვას:

„ჩვენ გვაქვს უტყუარი დამადასტურებელი ინფორმაცია,  რომ მზადდება გაყალბება. უნდა დაუწერონ  ბოკერიას და მის პარტიას ის პროცენტი, რომელსაც ის არ იმსახურებს. მოვედით და ვაფრთხილებთ ცესკო-ს, „პატრიოტთა ალიანსი არ დაუშვებს მსგავს რამეს. ხელისუფლება რასაც ეტყვის ცესკოს, იმას გააკეთებს ცსკო. ჩვენთან ერთად სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვინც იბრძოდნენ, დღეს ისინი ძალიან ბევრნი არიან ხელისუფლებაში, გვაქვს  უტყუარი დამადასტურებელი ინფორმაცია“,-აღნიშნა კახაბერ  ღირსიაშვილმა.

თუმცა მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

აქციის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციას წითელი ბარათები უჩვენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics