20:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 15:44:56, 1924 ნახვა

საზოგადოება
ამომრჩეველთა მხრიდან, სიებში მონაცემების გადამოწმება, კანონდარღვევა არ არის

"თავისუფალი პლატფორმის" სპიკერის მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, ამომრჩეველთა მხრიდან, ხდება სიებში მონაცემების გადამოწმება ოლქის რეგისტრატორებთან. მათი რეგისტრაციის ნომრების ამოწერა-დაფიქსირება, არ არის კანონდარღვევას.

"ამომრჩეველთა მხრიდან, ხდება სიებში მონაცემების გადამოწმება ოლქის რეგისტრატორებთან. კონკრეტულად კი, მათი რეგისტრაციის ნომრების ამოწერა-დაფიქსირება, რაც არ შეესაბამება კანონდარღვევას. თუმცა, მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევები შეუთავსებელია კანონთან, რაც ძალიან გასაკვირია. რადგან, ამომრჩეველთა სახელი, გვარი, ასევე, სიის ნომერი განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. საარჩევენო ადმინისტრაცია ვალდებულია არ შეზღუდოს ამომრჩევლის უფლება ამ კუთხით", - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

"ამდენად, მოვუწოდებთ უბნებში მყოფ დამკვირვებლებს მოიქცნენ კანონის შესაბამისად და მისცენ უბნებზე მისულ მოქალაქეებს რეგისტრაციის ნომრების სიაში მოძებნის შესაძლებლობა", - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 16,5% შეადგინა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics