|
2017-10-21 11:47:19, 2118 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე: მე მივეცი ხმა ჩვენი მუნიციპალიტეტების სწრაფ განვითარებას და ძლიერ რეგიონს
„მე მივეცი ხმა ჩვენი მუნიციპალიტეტების სწრაფ განვითარებას, ძლიერ რეგიონს, ძლიერ თვითმმართველობას და ჩვენს ძლიერ ქვეყანას.", - ამის შესახებ აჭარის მთვრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ განაცხადა. პატარაძემ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას მეტი აქტივობისაკენ, მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონისათვის", - აღნიშნა ზურაბ პატარაძე. აჭარის მთვრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს საკუთარი არჩევანი ქობულეთის 71-ე ოლქის მე-4 უბანში გააკეთა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. როგორც ზურაბ პატარაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან მხარი რეგიონში ძლიერ თვითმმართველობას და კეთილდღეობას დაუჭირა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)