01:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 11:44:26, 1870 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მონაცემებით, პირველ ტურში გამარჯვებას შევძლებთ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კახა კალაძის შტაბმა საარჩევნო კამპანია წარმატებით ჩაატარა.

„წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ, თანაბარ და სამართლიან გარემოში ჩაიარა. ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ და კახა კალაძის შტაბმაც საარჩევნო კამპანია წარმატებით ჩაატარა. შევხვდით ბევრ ადამიანს, რომელთაგანაც ამ პერიოდში დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ჩვენი მონაცემებითაც, პირველ ტურში გამარჯვებას შევძლებთ. ამისთვის აუცილებელია, თითოეული ჩვენი მხარდამჭერი არჩევნებზე მოვიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, დედაქალაქის მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიკურად ძლიერი, სოციალურად სამართლიანი და სიცოცხლით სავსე თბილისი ექნება.

„მოსახლეობის მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ამ პროგრამის განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics