|
2017-10-21 09:27:38, 1970 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია: მომდევნო ათწლეული დამოკიდებულია დღევანდელ არჩევნებზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი გააკეთა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გაყალბების გასანეიტრალებლად მოქალაქეების აქტიურობა ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. „მე არ მგონია, რომ დარჩა მოქალაქე, რომელიც ვერ აცნობიერებს მნიშვნელობას ამ არჩევნებისა. ახლა ყველაზე მთავარი რაც არის, რომ მაქსიმალურად ყველა მოქალაქე გამოვიდეს საარჩევნო ურნებთან. ეს არის ის მექანიზმი, რომელიც გაანეიტრალებს „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა გაყალბების სქემას. მუშავდება რა თქმა უნდა „ქართული ოცნების“ მხრიდან არაერთი სქემა გაყალბების თუმცა თუ მაღალი აქტივობა იქნება ვერც ერთი მილიონი, ვერც ერთი მილიარდერი და ვერანაირი გაყალბების მეთოდი ვერ იქნება წინააღმდეგობაში მოსული ხალხის ნებასთან. არჩევნები უნდა გახდეს გარდამტეხი ქვეყნის მომდევნო განვითარებისთვის. მომდევნო ათწლეული დამოკიდებულია დღევანდელ არჩევნებზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)