14:40 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 15:51:33, 1875 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: მარნეულის გუშინდელი მოვლენა ქვეყანაში სერიოზულ დაძაბულობას ქმნის

„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, გუშინ მარნეულში ფეთქებად საშიში ვითარება იყო, რომელიც ყურადღების მიქცევას საჭიროებდა.

„მე არ ვიცი ვინ რა ყურადღებას აქცევს, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინდელი მოვლენა ძალიან სერიოზულ დაძაბულობას ქმნის ქვეყანაში. დარჩენილ საათებში, დარჩენილ დღეებში თუ ყველა სახელისუფლებო ორგანო თავის საქმეს გააკეთებს და არა იმაზე იზრუნებს, როგორ გაიმარჯვოს ხელისუფლებისთვის სასურველმა კანდიდატმა, მაშინ ჩვენ გვექნება ასე თუ ისე ნორმალური არჩევნები“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics