01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 14:21:39, 1748 ნახვა

კომენტარი
ეკა გიგაური: ყიზილაჯლოს ინციდენტი გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის  ეკა გიგაურის შეფასებით,  ყიზილაჯლოში გუშინ მომხდარი ინციდენტი წინასაარჩევნო გარემოზე გავლენას ახდენს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  გამოძიება უმოკლეს ვადებში დასრულდეს:

„ვგმობთ ძალადობას და ცუდია,  რომ ეს ფაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. ყველას ინტერესი უნდა იყო, რომ ამ საქმის გამოძიება უმოკლეს ვადებში მოხდეს“,-აღნიშნა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. ორი მათგანი მძიმედაა დაჭრილი, დანარჩენი ორი კი მსუბუქადაა დაშავებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics