01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 10:34:43, 1937 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის საშუალო სიმძიმის

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის საშუალო სიმძიმისა, ხოლო სხვა დაშავებულები მსუბუქად არიან.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ორ დაშვებულს, რომლებსაც ოპერაცია ჩაუტარდათ, ინტენსიურ თერაპიაში დასჭირდებათ მკურნალობის გაგრძელება.

რაც შეეხება დაშავებულების თბილისში გადაყვანას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მათი გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რისკი უფრო არსებობს. აქ ყველაფერია, რაც მათთვისაა საჭირო, რომ კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდეთ“,-განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics