|
2015-05-02 09:39:47, 372 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით?!
„რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით?!“ - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „იმედის“ ეთერში გადაცემა "რეაქციაში" ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას - მისი შეფასებით, ლარის დღევანდელი მდგომარეობა, რომელმაც უამრავი ადამიანისთვის ცხოვრება გააძვირა, მოსახლეობისთვის შოკია თუ "შოკუნია". მარგველაშვილის შეფასებით, გარე ეკონომიკური ფაქტორები, რომლებმაც ლარის კურსის დევალვაციაზე გავლენა მოახდინეს, მოსალოდნელი იყო. "ეს არის სერიოზული სირთულე. ბუნებრივია, სირთულის დიდი ნაწილი გარე ფაქტორებითაა შექმნილი, იმ ეკონომიკური ვითარებიდან, რაც ჩვენს გარშემოა. თუმცა ჩვენ რამდენად ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოსალოდნელი იყო და დოლარის გამყარება მოსალოდნელი იყო, ეს არ არის ფორსმაჟორული ეკონომიკური პროცესი. რუსეთში, უკრაინაში არსებული ეკონომიკური პრობლემები, რაც აისახებოდა ჩვენს რეგიონზე მოსალოდნელი იყო. რამდენად ვიყავით მზად, რამდენად გვქონდა ინფორმაცია, რამდენად მოემზადა ეკონომიკა და ახლა რამდენად არსებობს ეფექტური ნაბიჯები, ენერგიული ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ მეტი უცხოური ინვესტიცია და ვალუტა შემოვიდეს. ამასთან დაკავშირებით მე ნათლად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია პარლამენტში და ნათლად ვთქვი, რომ ლარის დასტაბილურებისათვის ბევრი რამაა გასაკეთებელი და ენერგიულად ჩართულობა ძალიან საჭიროა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)