01:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 21:42:58, 2162 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი დღემდე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი დღემდე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, სწორედ ამ მიზეზით ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობს.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, თუმცა მისი გაცხადებული მიზანი იყო დისტანცირება პოლიტიკისგან. მან ეს გაკეთებული განცხადება შეასრულა. როგორც კი გამოჩნდება ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში, მაშინვე საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, როგორც კი არ გამოჩნდა, პირიქით, საუბრობენ, რატომ არ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. დასამალი არ არის, რომ ის არის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის არის დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან. შესაბამისად, ამ კონტექსტში თავისუფლად ჯდება ის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში. ბიძინა ივანიშვილმა პასუხისმგებლობა აიღო პირველ ოთხწლიან ციკლზე. დღეს პოლიტიკურ სისტემას აქვს იმის რესურსი, რომ გაგრძელდეს თავისთავადი განვითარების პროცესი “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური პროცესებისგან, მათ შორის, მერობის კანდიდატების შერჩევისგან დისტანცირება.

"ეს იყო თავად ბიძინა ივანიშვილის ნება - დისტანცირება პარტიული პროცესებისგან და ამ ნების შესაბამისად იმოქმედა, პარტიის ხელმძღვანელმა", - აღნიშნა კობახიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics