18:30 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 19:48:46, 1862 ნახვა

საზოგადოება
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე: საქართველო განიცდის პროგრესს და ეს ყველასთვის ნათელია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის რებეკა ჰარმსის განცხადებით, საქართველო განიცდის პროგრესს და ეს ყველასთვის ნათელია.

ჰარმსმა საქართველოს მზარდ პროგრესს და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ვფიქრობ ძალიან კარგია, რომ საქართველომ და სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთად დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს არა მხოლოდ სამ ქვეყანასთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ მისი იმპლემენტაციის შესახებ. თქვენი ქვეყანა განიცდის პროგრესს, ყველა აფასებს ამ ფაქტს და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, მიმდინარე შემოდგომის დებატებზე ჩვენი ძირითადი მოვალეობა იქნება ავუხსნათ ევროპის მოქალაქებს, რომ აღნიშნული ასოცირების შეთანხმებები მართლაც ჩვენი უსაფრთხოების სტრატეგიის  ნაწილია" - აღნიშნა რებეკა ჰარმსლა.

ევრონესტის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ასოცირების ქვეყნებთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას ორივე მხარისთვის. 

„ასოცირების შეთანხმება და მისი წარმატებული იმპლემენტაცია ემსახურება არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში სტაბილურობასა და მზარდ დემოკრატიას, არამედ ეს ასევე გადამწყვეტია ჩვენი, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის" - აღნიშნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics