|
2017-10-19 16:35:56, 1936 ნახვა
პოლიტიკა
MDF-ის კვლევა - ყველაზე მეტი ანტიდასავლური კომენტარი და დისკრიმინაციული განცხადება „პატრიოტთა ალიანსმა“ გააკეთა
მედიის განვითარების ფონდის (MDF) და გაეროს ასოციაციის (UNAG) PITA-ს ახალგაზრდული 7 რეგიონული ცენტრის მიერ, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, პოლიტიკური სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ანტიდასავლური კომენტარი და დისკრიმინაციული განცხადება „პატრიოტთა ალიანსმა“ (54) გააკეთა. შემდეგ ადგილზე „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაა“ (25). ორგანიზაციის ცნობით, ამ უკანასკნელი პარტიის მონაცემებში „თავისუფალი საქართველოს“ მონაცემებიც არის გაერთიანებული, ვინაიდან თბილისის მერობის არჩევნებში ეს 2 სუბიექტი ერთიანი საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველო” სახელით მონაწილეობს. მესამე ადგილს მოძრაობა „ეროვნულები” (7) იკავებს, რომელიც „ქართველთა მარშთან” არის დაკავშირებული. მმართველი პარტიის “ ქართული ოცნების” შემთხვევაში 5 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა, ლეიბორისტული პარტიის - 4, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - 1. სხვადასხვაში არიან გაერთიანებული ჩვენი სამშობლო (3), ნეიტრალური სოციალისტური საქართველო (2), ქართული დასი (2), მემარცხენე ალიანსი (2). მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, დაკვირვების საგანი იყო სიძულვილის ენა, ქსენოფობიური გამოხატვა და ანტიდასავლური განცხადებები, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები და მედია ავრცელებდნენ. მათივე ცნობით, ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკის გათვალისწინებით, მონიტორინგის ფარგლებში შერჩეული ეროვნული დაფარვის ტელევიზიების, გაზეთების, ასევე ონლაინ გამოცემების გარდა, დაკვრივება ადგილობრივ მედია საშუალებებზე და რეგიონული პოლიტიკური სუბიექტების ფეისბუკ გვერდებზეც მოხდა. მონიტორინგი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" ფარგლებში განხორციელდა.
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)