|
2017-10-19 15:41:09, 1860 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სტუდენტთა ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება. 150 ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებლის შენობის საფუძვლისჩაყრის ცერემონიაში ბათმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბპატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, რეგიონის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. „გუშინ, ქობულეთში, დაიწყო ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა, რომელიც ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევის სფეროში საქართველოშიერთ-ერთი უნიკალურია. დღეს უკვე საფუძველს ვუყრით თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია განათლების განვითარების საქმეში. მინდა ვთქვა განსაკუთრებით იმ ადამინების გასაგონად, რომლებიც ვერ ხედავენ აღმშენებლობით პროცესებს ჩვენს რეგიონში-ჩვენი პრიორიტეტი არის ახალგაზრდა, განთლებული თაობა. მიხარია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემდეგ სასწავლო წელსახალი, თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით შეხვდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებოპირობების გაუმჯობესებას " - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. საცხოვრებლის შენობის მიწისზედა სამ სართულზე განთავსდებაროგორც საქმიანი ნაწილი – დაცვის ოთახი, ადმინისტრაცია, სამრეცხაო საშრობი ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 5 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელსაც გააჩნია თავისი სველი წერტილი და სამზარეულო. აგრეთვე, შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი თითოეულ სართულზე. შენობაში განთავსდება ლიფტი შშმ პირებისთვის. მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარიაგამოყოფილი. 2018 წლის გაზაფხულზე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო სპორტული კომპლექსისა და სასწავლო კორპუსისმშენებლობა დაიწყება.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)