02:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 13:41:02, 1778 ნახვა

კომენტარი
დავით ზალკალიანი: საქართველოს იტალიის მხრიდან არავითარი საფრთხე არ ელის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  დავით ზალკალიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის იტალიაში „ვიზიტს" გამოეხმაურა.

ზალკალიანის თქმით, იტალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არაერთხელაა აღიარებული.

„საქართველოს არანაირი საფრთხე არ ელის იტალიის მხრიდან. მსგავსი ტიპის ნაბიჯებს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ. ეს არის უფრო სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობა და, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად არის ინფორმირებული და არაღიარების პოლიტიკა შეუქცევადია”,-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიაში ჩავიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics