02:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 11:27:48, 1909 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს,  არავის მისცენ საბაბი, რომ სახელმწიფო რესურსის გამოყენების შესახებ ისაუბრონ.

ამასთან, პრემიერი მიმართავს „ქართული ოცნების“ მომხრეებს, პატივი სცენ განსხვავებულ აზრს, რადგან მისივე განმარტებით, მათი სიძლიერე სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაშია:

„ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს და ამაშია სწორედ ის დიდი განსხვავება და ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წელს და მის შემდგომ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. მე მჯერა რომ მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის, ხარისხის დემოკრატია სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics