14:40 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 17:06:54, 2268 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო: ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო მინისტრის“ იტალიაში „ვიზიტს“ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იტალიაში უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დე-ფაქტო მინისტრის  იტალიაში "ვიზიტს".

როგორც უწყებაში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, იტალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

"ამის თაობაზე არაერთი ოფიციალური განცხადება გაუკეთებია იტალიის  ხელისუფლებას. მათი მხრიდან არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა თვალნათელია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. რაც შეეხება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. საგარეო საქმეთა  მინისტრის ყოფნას იტალიაში, ეს ფაქტი უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს. ეს არის რუსეთის უკანონო მცდელობის გაგრძელება საოკუპაციო რეჟიმის რაიმე ფორმით ლეგიტომაციის მიზნით", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი "ოფიციალური ვიზიტით" იტალიაში იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics