|
2017-10-18 15:16:23, 2252 ნახვა
საზოგადოება
სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა
პანკისის ხეობაში, დუისში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის საზეიმო აღნიშვნის ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, შვედეთის მთავრობის, გაეროსა და ადგილობრივი სათემოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ ქალებთან გამართულ შეხვედრაზე პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე ქალების პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა ქვეყნის განვითარებაში ქალების, მათ შორის, სოფლად მცხოვრები ქალების როლზე ისაუბრა. „სოფლად მცხოვრები ქალებს აქვთ უზარმაზარი რესურსი საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლის საქმეში. მათი ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში“, - განაცხადა რევაზ ასათიანმა. შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა პანკისის ხეობაში პროფესიული განათლების განვითარების აუცილებლობაზე, ეკონომიკურ საქმიანობასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალების უფრო აქტიურ ჩართულობაზე და დღეს არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში, დუისში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ადგილობრივი რეწვის გამოფენა გაიმართა. სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება. წელს აღნიშნული ღონისძიება კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა. (NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)