|
2017-10-16 18:10:43, 730 ნახვა
რეგიონი
იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში ელექტროენერგია რამდენიმე ათას აბონენტს არ მიეწოდება
სტიქიის ზონებში გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა საავტომობილო მიმოსვლა ყველა მიმართულებით უმოკლეს ვადაში აღდგეს. იმერეთის, გურიის აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკვირდებიან. მუნიციპალიტეტებში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბები და დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქუთაისში და ოზურგეთში. ასევე, განვითარდა მეწყრული პროცესები გურიისა და აჭარის რამდენიმე სოფელში. ყველა დაზარალებულ მონაკვეთში მობილიზებული არიან სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. ამ ეტაპზე იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში ელექტროენერგია რამდენიმე ათას აბონენტს არ მიეწოდება, ადგილზე მუშაობენ ენერგო პრო-ჯორჯიას წარმომადგენლები, პრობლემურ კერებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა მოსახლეობას ელექტროენერგია უმოკლეს ვადაში აღუდგეს. ძლიერმა წვიმამ პრობლემები აჭარაშიც შექმნა, სტიქიის ადგილას იმყოფება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯომარე ზურაბ პატარაძე და შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზების მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. გურიასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობს დილიდან ახორციელებენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა საქართველოში 17 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი და ქარბუქი. 18 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, დღის ტემპერატურა მოიმატებს.
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)