|
2017-10-15 15:25:20, 1834 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები მსვლელობით ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან. ისინი თბილისის საკრებულოს 10 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწის ნაკვეთები გადაეცა. „ივანიშვილმა იყიდა მთელი პარლამენტი, იყიდა კონსტიტუცია, ყიდულობს სიმბოლურ ფასდა მიწას და მისი სურვილია იყიდოს მთელი ქვეყანა. ჩვენი ამოცანაა, გადავარჩინოთ საქართველო კლანური მმართველობისგან. ბოლო წვეთი იყო კონსტიტუციის მიღება და თბილისის ასე უხეშად მითვისება, რომელმაც ხალხი გამოიყვანა“, - აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ. საპროტესტო აქცია, რომელიც მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში უნდა დასრულებულიყო, თუმა აქციის მონაწილეებმა გეგმები შეცვალეს. შესაბამისად, აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება. შეგახსენებთ, საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად გადაეცა საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდა. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. კერძო კომპანიისთვის 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა მის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით მოხდა.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)