02:10 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 15:35:20, 2161 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე მოხსენება გააკეთა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფორმატში, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით, გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა მოხსენება ქვეყანაში განხორციელებული ფისკალური რეფორმის შესახებ.

დისკუსიის მიზანი იყო წარმატებული მაგალითების გაცნობა იმ ქვეყნებისთვის, სადაც ამჟამად ეკონომიკური რეფორმები ხორციელდება.  

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საგადასახადო რეფორმაზე, მათ შორის, ე.წ. ესტონურ მოდელზე, რომელიც 2017 წლიდან ამოქმედდა და  კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

გარდა ამისა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, გაეზარდა არაპირდაპირი გადასახადები პირდაპირის  ხარჯზე, რითაც ეკონომიკის ზრდის წამახალისებელი ღონისძიებები გაატარა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გატარებული და სამომავლოდ რეფორმები ხორციელდება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის თანახმად, მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სავალუტო ფონდის მისიის ბოლო ვიზიტზე საქართველოში, რომლის დროსაც დადებითად შეფასდა მისი მიმდინარეობა, უშუალოდ პროგრამას კი საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა.

გარდა ამისა, დისკუსიის მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეემცირებინა მიმდინარე ხარჯები კაპიტალურის ზრდის პარალელურად. კერძოდ, საუბარია 2018-2021 წლებში დაგეგმილ სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებაზე. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს ინვესტიციები ორიენტირებულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, რომლებმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics