03:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 12:20:40, 1917 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი დოლიძეს: ჩემი ამომრჩევლისთვის შეურაცხმყოფელია, როცა ამბობთ, რომ კონსტიტუციას მხარი ერთმა პარტიამ დაუჭირა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფად  მიიჩნევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი მხოლოდ ერთმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა.

ამასთან, რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ,  ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თავად პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა, თუმცა აინტერესებს, რომელი ლოგიკით შეიძლება საზოგადოებას უნდოდეს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევა და არ სურდეს თავისი დეპუტატის პირდაპირ არჩევა.

„როცა ახსენებთ, რომ მხოლოდ ერთმა პარტიამ დაუჭირა მხარი ამ კონსტიტუციას, გავიწყდებათ, რომ არსებობენ ასევე  დამოუკიდებელი დეპუტატები და ეს არის საკმაოდ შეურაცხმყოფელი ჩემი ამომრჩევლებისთვის.

რომელი ლოგიკით შეიძლება საზოგადოებას უნდოდეს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევა და არ უნდოდეს თავისი დეპუტატის პირდაპირ არჩევა. საზოგადოებას სურს,  იყოს უფრო ახლოს თავის დეპუტატთან“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე,  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics