|
2015-05-01 13:19:27, 788 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
EBRD: დამნაშავე ადამიანის ძებნა მთავრობაში საჭირო არაა
„არამგონია რომ საჭირო იყოს, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაში დამნაშავე ადამიანის ძებნა მთავრობაში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ ლარის კურსის გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. EBRD-ის რეგიონული დირექტორის თქმითვე, საქართველოს მთავრობამ ფოკუსირება ექსპორტისა და ტურისტების ნაკადის ზრდაზე უნდა მოახდინოს. მისივე შეფასებით, ლაურის გაუფასურება ძირითადად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული. „არამგონია, რომ საჭირო იყოს დამნაშავე ადამინის ძებნა მთავრობაში. რაც უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ესაა თუ როგორ უნდა გაიზარდოს ექსპორტი, რომ მეტი უცხოური ვალუტის მობილიზება მოხდეს. როგორ უნდა მოიზიდოს მეტი ტურისტი, რომ ქვეყანაში ვიზიტორების ნაკადი გაიზარდოს. ლარის დევალვაცია და შექმნილი ეკონომიური მდგომარეობა ძირითადად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული. ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიოში აშშ დოლარის გამყარებაა, მეორე კი საქართველოს მთავარი პარტნიორი სავაჭრო ქვეყნების ვალუტების გაუფასურება“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. რაც შეეხება საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოსათვის ფინანსური რესურსების გამოყოფას, EBRD-ის რეგიონული დირექტორი აცხადებს, რომ წელს სავარაუდოდ 200 მილიონი ევრო გამოიყოფა. „საქართველოში ინფრასტრუქტურის დარგში ინვესტიციების განხორციელება ბევრი მიმართულებითაა საჭირო - მუნიციპალური სერვისები, წყალი, გზა, საჭიროება ძალიან დიდია. ეს პროცესი წლების განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა ყველაფერი ქვეყნის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ფინანსურ ინსტიტუტს შეუძლია დააფინანსოს ეს საჭიროებები, თუმცა შემდეგ საქართველომ ეს ყველაფერი უნდა დაფაროს. ჩვენ შარშან საქართველოში ინვესტიცია გავაორმაგეთ. მთლიანობაში 2.6 მილიარდი ევროს რესურსის აქვს EBRD-ს საქართველოსათვის გამოყოფილი. გასულ წელს 200 მილიონზე მეტი იყო. წელსაც სავარაუდოდ 200 მილიონი იქნება. ეს დიდი თანხაა საქართველოსათვის და EBRD-სთვისაც. თუმცა არასოდესაა საკმარისი საჭიროებებისთვის“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)